მარნეულში 303 პირის საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ბოლნისიდან და მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში 338 საკვლევი მასალა გაიგზავნა, კორონავირუსი არცერთ მათგანს უფიქსირდება, – ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„მარნეულში აღებული იქნა 303 საკვლევი მასალა, საიდანაც ყველა უარყოფითი პასუხია, საბედნიეროდ. ასევე, ბოლნისში 35 საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას რუსთვაშიც და თეთრიწყაროშიც – მატება არ გვაქვს”, – ამბობს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” 22 ინფიცირებული პირი განაგრძობს მკურნალობას, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები