ტრამპმა ახალი ტიპის კორონავირუსი უხანის ლაბორატორიასთან დააკავშირა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის წყარო შეიძლება, ჩინეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ლაბორატორიაში ყოფილიყო.

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ დაწვრილებით ვერ ისაუბრებს.

მისი თქმით, საუბარია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე. მან ჩინეთის ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ  საკუთარ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება არ შეაჩერეს.

“ან ამის გაკეთება არ შეეძლოთ, ან გადაწყვიტეს, არ შეეჩერებინათ, ამის გამო კი მსოფლიო ძალიან დაზარალდა”, – განაცხადა ტრამპმა.

მან ისევ ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე და თქვა, რომ ის “ჩინეთის პიარსააგენტოა”.

ტრამპმა, ასევე, 30 აპრილს ეროვნული დაზვერვის განცხადება არ დაადასტურა, რომლის მიხედვითაც დაზვერვა არ ფიქრობს, რომ კორონავირუსი “ადამიანის მიერ არის შექმნილი, ან გენეტიკურად მოდიფიცირებულია”.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მას განცხადება არ წაუკითხავს. მისი თმით, ვირუსის წარმოშობის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ “ჩვენ ამას გავარკვევთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები