კახიანი – უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა; გარკვეული თვალსაზრისით, წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე
“საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით, წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„მაჟორიტარულ ნაწილს რაც შეეხება, აქ არ არის მეორე ტური განსხვავებით საქართველოსგან. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, აქ არის 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში 5 პარტია მონაწილეობს. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.