“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, იმედის, ხსნის, სიკეთის უძლეველობის სიმბოლოდ ქცეულ დღეს!” – კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
“ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, იმედის, ხსნის, სიკეთის უძლეველობის სიმბოლოდ ქცეულ დღეს!
დაე, აღდგომის ნათელმა გაუნათოს გზა, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო!
ეს დღე ყოფილიყოს მშვიდობის, განახლების და კეთილდღეობის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის!”, – აღნიშნავს კალაძე.