„ჯვარცმული მაცხოვრის უკან მოჩანს ქალაქი და მის ცენტრში მდგარი საუცხოო ტაძარი, ეკლესია, რომელიც ზუსტად იმეორებს ბანას ტაძრის ჩვენთვის ცნობილ არქიტექტურას“ – გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ისტორიულ ტაოში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის – ბანას ფოტოებთან ერთად და წერს, რომ დიდი ნიდერლანდი მხატვრის, იოს ვან კლევეს ნახატში, ჯვარცმული მაცხოვრის უკან, მოჩანს ქალაქი და მის ცენტრში მდგარი საუცხოო ტაძარი, ეკლესია, რომელიც ზუსტად იმეორებს ბანას ტაძრის ჩვენთვის ცნობილ არქიტექტურას.
„დღეს ჩემთვის საუცხოო და გასაკვირი ამბავი აღმოვაჩინე, ჩემი დასავლეთევროპული ხელოვნებით გატაცება ცნობილია, ამიტომ უკვე მერამდენეჯერ ვეწვიე ტოკიოს დასავლეთევროპული ხელოვნების მუზეუმს..განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დიდი ნიდერლანდი მხატვრის, იოს ვან კლევეს ჯვარცმამ, ყველაზე საუცხოო ისაა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის უკან მოჩანს ქალაქი და მის ცენტრში მდგარი საუცხოო ტაძარი, ეკლესია, რომელიც ზუსტად იმეორებს ბანას ტაძრის ჩვენთვის ცნობილ არქიტექტურას, ანატოლი კალგინის ნახაზიდან გადმოხატული (ან პირიქით) გეგონება კლევეს ეს ქმნილება. ავტორი:- იოს ვან კლევე იყო ნიდერლანდელი (ფლამანდიელი) რენესანსის პერიოდის მხატვარი.
დაიბადა დაახლოებით 1485 წელს, გარდაიცვალა 1540/41 წლებში მოღვაწეობდა ძირითადად ანტვერპენში, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო… აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბანას ტიპის ტაძარი ევროპაში პრაქტიკულად უნიკალურია და პირდაპირი ანალოგი თითქმის არ არსებობს. ეს არქიტექტურული ტიპი განსაკუთრებით დამახასიათებელია სომხეთისთვის და კავკასიის რეგიონისთვის…. ამდენად, კლევეს მე-15 საუკუნის ნახატზე ბანას ტიპის ტაძრის არსებობა ნამდვილად ფანტასტიკური ამბავია.. დანარჩენს უახლოეს მომავალში პუბლიკაციის სახით შემოგთავაზებთ“, – წერს გიორგი კალანდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები