ირაკლი ბერაიასა და გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიასა და საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, პანდემიით გამოწვეული ვითარება, საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯები.

გაერო-ს წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების COVID19-ის საპასუხოდ გატარებულ ზომებს მაღალი შეფასება მიეცა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები