ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინე ზომების ნაწილი 15 მაისამდე გახანგრძლივდა – აღნიშნული ე.წ.საზღვარსაც შეეხება

ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინე ზომების ნაწილი 15 მაისამდე გაახანგრძლივეს, მათ შორის, შეზღუდვა შეეხება ე.წ.საზღვრის ჩაკეტვასაც.

ამასთან, 4 მაისიდან ამუშავდება შიდასაქალაქო ტრანსპორტი, აგრარული ბაზრობები ისევ კვირაში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – ის ბაზრების მუშაობის დღეებში ივლის.

შეზღუდვა, ასევე, არ შეეხო საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, კოსმეტოლოგიურ სალონებს, ფინტნესცენტრებს რომლებსაც მუშაობის უფლება ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ.

აღინიშნება, ასევე, რომ მუშაობას განაახლებს ტანსაცმლის ბაზრობა, განრიგს ე.წ. დედაქალაქის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები