ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ​კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.

გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“ამჟამად, ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტია, კორონავირუსი 47-ს აქვს დადასტურებული. მათი მდგომარეობა, ძირითადად, საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე, თუმცა რამდენიმე პაციენტს სერიოზული პნევმონიით მიმდინარე პროცესები აღენიშნება და განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. გუშინ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. დღეს ერთი პაციენტის რეტესტირების პასუხს ველოდებით, ოთხ საათზე გვექნება პასუხი, თუ მეორეჯერაც ნეგატიური პასუხი მოვა, ისიც დატოვებს კლინიკას. გუშინ ახალი ორი პაციენტი მივიღეთ, დადასტურებული შემთხვევები იყო და სხვა კლინიკებიდან გადმოიყვანეს. გუშინ 12 პაციენტის კვლევა გაკეთდა, ეს იყო პირველადი კვლევა, რამდენიმე რეტისტირება, გაკეთდა თანამშრომლების გამოკვლევა. გამოკვლევები ჩატარებული გვაქვს საკარანტინო ზონებში, ველოდებით პასუხებს. ჩვენთან უკვე, ყოველდღიურად 45-50 “პისიარ” ტესტი ტარდება”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები