ლიეტუვა ავიამიმოსვლას მაისის შუა რიცხვებიდან განაახლებს
ლიეტუვის პრემიერმინისტრის, საულუს სკვერნიალისის განცხადებით, ქვეყანას ავიამიმოსვლის აღდგენა 10-15 მაისიდან შეეძლება, ზუსტ თარიღზე მთავრობა 29 აპრილს იმსჯელებს.
ლიეტუვის პრემიერის თქმით, ავიამიმართულება ბევრი არ იქნება და ფრენები იმ ქვეყნებში არ განხორციელდება, სადაც კორონავირუსის მასობრივი გავრცელების კერები არსებობს ან კარანტინის რეჟიმი არ მოქმედებს.
ქვეყანაში საკარანტინო ზომები 12 მარტიდან მოქმედებს და შემდგომ 11 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, მოხდება თუ არა მისი გაგრძელება.
სკვერნიალისმა არ გამორიცხა, რომ კარანტინი შეიძლება, მოიხსნას, თუმცა ძალაში გარკვეული შეზღუდვები დარჩება.
დღეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ 15 მაისიდან რეგულარულ კომერციულ ავიარეისების შესრულებას მოლდოვა განაახლებს.