კახა კალაძე: თუ ანტიკრიზისული გეგმა არასწორია და ცუდი, მაშინ არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში?

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის.

“ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ, ზოგადად, ეს არასაკმარისია, თუმცა ამავდროულად საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან როგორ იქნება კავშირში? ანუ აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები