ყაზბეგის მერია, საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, ადგილობრივების დახმარებას განაგრძობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენასა და ადგილზე მიტანაში ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადილეები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის თანამშრომლები და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ეხმარებიან.
ყაზბეგის მერია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას და აქტიურად ახორციელებს მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები