ტვიშის თემის 4 სოფელში მოსახლეობას სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ტვიშის თემის 4 სოფელში: ტვიშში,ორხვში, ქორენიშსა და ლახაფაში, იმ ოჯახებს, სადაც 65 წელს გადაცილებული პირები ცხოვრობენ, სასურსათო პაკეტები დაურიგდათ. სასურსათო პაკეტების შესაძენად თანხა „Clean Energy Group”-მა გამოყო.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული თანხით საკვები პროდუქტები და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიძინა. ტვიშელებს სასაჩუქრე პაკეტები პირადად მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგრეხელიძემ , შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,  მიუტანა.

როგორც ცაგერის მერი აცხადებს,საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო, სხვადასხვა კერძო კომპანიებმა შემოწირულობების გაღება და მოქალაქეთა თანადგომა აქტიურად დაიწყეს.

“მსგავსი  აქციები სხვადასხვა თემებშიც გაგრძელდება . მადლობას ვუხდით ყველა იმ მეწარმეს, კომპანიას, თუ პიროვნებას, რომლებიც ლეჩხუმს დახმარების ხელს უწვდის და გვერდით უდგას“,-განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები