შუახევში სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირებს სასურსათო კალათები გადაეცათ

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალ რისკჯგუფში შემავალ პირებზე სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასურსათო კალათა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირებს გადაეცემა.

“სასურსათო კალათების დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები, სოფლის თანაშემწეები. დღეს, სასურსათო კალათები შუბნის და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მაღალ რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს გადასცეს. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადსხვა საჭიროებების მქონე პირები მიიღებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები