ჩხოროწყუში  მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო  პროდუქტის დარიგება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ავღანელთა კავშირის წევრებს  და მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო კალათა სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

“სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი  ნობათი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აღნიშნული კატეგორიის 1000-მდე ოჯახმა უკვე მიიღო. სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერზე, ან მოგვწერონ ელექტრონულ მეილზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ასევე დაუკავშირდნენ მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. #ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია: 599856577; 5998566 07; 599850175;”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები