სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების პაკეტები გადასცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონული კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერმა ბოშებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

“პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინირებით განხორციელდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Unicef (გაეროს ბავშვთა ფონდი)”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები