ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის ექიმმა განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში Covid19-ზე მკურნალობას 22 პაციენტი აგრძელებს, კრიტიკული არცერთის მდგომარეობა არ არის.

“შემოვიდა გუშინ ქალი და მამაკაცი თერჯოლის კლასტერიდან,ორივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,დღეს გავწერთ ერთს,კლინიკაში მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა ედიშერ ასათიანმა,ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ჯამში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში Covid 19- ზე მკურნალობას 22 პაციენტი განაგრძობს, მათგან არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკულად მძიმე. გამოსაკვლევი პაციენტები კლინიკაში ამ დროისთვის არ ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები