ხულოში სხვადასხვა საჭიროებისმქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა მიმდინარეობს

ხულოში სხვადასხვა საჭიროებისმქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა აქტიურად მიმდინარეობს.

ხულოს მერმა-  ვახტანგ ბერიძემ, მოადგილე -ასლან შაინიძემ და საკრებულოს წევრმა – ირაკლი ბოლქვაძემ, 20-მდე ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები მიუტანეს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დროისთვის, სოციალური კამპანიის ფარგლებში, ხულოში მცხოვრებმა 1900-მდე ოჯახმა მიიღო სასურსათო კალათა.

კამპანია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და მოიცავს ყველა იმ ოჯახს, ვისაც მხარდაჭერა დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები