სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს  პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ამ ეტაპზე უფლებადამცველი არ ჰყავს და იგი დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები