ხობში ადგილობრივების ტრანსპორტირებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი პროდუქტების მომარაგებაში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ეხმარებიან.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ისინი, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
“დღევანდელი მონაცემებით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 200-ზე მეტ ოჯახს გაუწიეს სხვადასხვა სახის დახმარება. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნამდე ჩვეულ რეჟიმში დაეხმარებიან მოსახლეობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.