გურიის რეგიონში ონლაინ რესურსების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს
გურიის რეგიონის მასშტაბით ონლაინრესურსების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურიის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გურიაში 11 700 მოსწავლეს ონლაინ რეჟიმში 100-მდე საჯარო სკოლის 2 250 -ზე მეტი პედაგოგი ემსახურება. სრულად არის ათვისებული დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. იმ შემთხვევებში, როცა ოჯახებისთვის არ არის ხელმისწავდომი ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები, მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონით, სმს – ით და სატელეფონო ზარებითაც უკავშირდებიან.
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ლელა იმედაშვილთან, ნინო ჩიტაძესა და შორენა სიხარულიძესთან, ვიდეო კონფერენციისას განიხილა საგანმანათლებლო სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები.
აღინიშნა, რომ მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა მოსალოდნელზე მაღალია. საგანამანათლებლო რესურსცენტრებს მუნიციპალიტეტების დონეზე შემუშავებული აქვთ სკოლებზე მორგებული პროცესის მონიტორინგის ფორმები – შედგენილია ონლაინ სწავლების საგაკვეთილო ცხრილები და მოსწავლეთა ჩართულობის აღრიცხვის ფორმები. მომზადებული აქვთ ონლაინ სწავლების პროცესის ხარვეზების ანალიზიც, რაც შემდგომში მისი დახვეწის და ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.