“არ შეიძლება, ექიმების ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს არ გვეკადრება”

“საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან”, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ექიმებისა და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს.

“საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინებული მუშაობისა და, მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ, მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ, სხვებთან შედარებით, დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშოროსო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია, ჩემი გუშინდელი საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები