ქართული ხორბალი – რამდენს ვაწარმოებთ და რამდენი შეგვიძლია

“ადგილობრივი ხორბლის წარმოება 400 000 ტონამდე შეგვიძლია, გავზარდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

ხანიშვილის თქმით, ქვეყანა მოხმარების მხოლოდ 10-15 %-ს აწარმოებს და თუ მოსავლიანობას ერთ ჰექტარზე 2.3-2.7 ტონიდან 5-7 ტონამდე გაზრდის, ადგილობრივი წარმოების წილი მოხმარებაში 40-50 პროცენტს მიაღწევს.

ხანიშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით უკვე გამზადებული აქვს პროექტი, ცნობილ უცხოურ კომპანიებთანაც მუშაობს და ეს თემა მალე დაიძვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები