თამარ ჩუგოშვილი: საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დავუჭერ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ის მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პარლამენტს ერთთვიანი მუშაობის შედეგები მოახსენონ.

“მე პირადად დავუჭერ ამას მხარს. ერთადერთი, რაც არის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი, როდესაც მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები პარლამენტში მოვლენ შესაბამისი დადგენილებების დასამტკიცებლად, მე ვფიქრობ, რომ ამჯერად მთავრობა, როგორც წინაზე – საჯარო მოხელის სახით კი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, არამედ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ სხდომაზე და პარლამენტს უნდა მოახსენონ ამ ერთთვიანი მუშაობის შედეგები”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები