გაგრძელდება თუ არა ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა, ხვალ გახდება ცნობილი
გაგრძელდება თუ არა ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა, ხვალ გახდება ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და, შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.
გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილს აიკრძალა.