გურამ მაჭარაშვილი: საგანგებო მდგომარების გაგრძელებისთვის მხარდაჭერაზე უარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

“ჩვენ დაუყოვნებლივ შევიკრიბებით და პარლამენტი მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე, საგანგებო მდგომარების გაგრძელებისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ შენ გაურბიხარ პასუხისმგებლობას, თუ რა მოხდება შემდგომ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ დაუყოვნებლივ შევიკრიბებით და პარლამენტი მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე. ერთი, რამ შეიძლება, ცალსახად ითქვას – დღეს არანაირი პირობა არ შეიძლება, არსებობდეს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება, დამოკიდებული იყოს რაიმე პირობებზე. საგანგებო მდგომარების გაგრძელებისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ შენ გაურბიხარ პასუხისმგებლობას, თუ რა მოხდება შემდგომ ქვეყანაში”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები