იაპონიაში, ეკონომიკური მხარდაჭერის სახით, მოქალაქეებს ათას დოლარამდე გადაუხდიან
“იაპონიის მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური მხარდაჭერის სახით 100 ათასს იენს დაურიგებს (926 დოლარი)”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, სინძო აბემ.
მთავრობამ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის გაფართოება გადაწყვიტა, რომ მოსახლეობამ თანხმა სწრაფად მიიღოს.
“თავდაპირველად, იგეგმებოდა 300 ათასი იენის გადახდა იმ მეურნეობებისთვის, რომლებიც დაამტკიცებდნენ, რომ ვირუსის გამო მათი შემოსავალი შემცირდა. თუმცა, ასეთი გეგმა თანხების განაწილების პროცესს ანელებს, ასევე, დოკუმენტების წარდგენის დროს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის”, – აღნიშნავს Bloomberg-ი.
იაპონიის მთავრობამ, ჯამურად, 2020 წელს ეკონომიკის მხარდასაჭერად 108, 2 ტრლნ იენი გამოყო.
17 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 9231 დადასტურებული შემთხვევაა, 190 ლეტალური შედეგით დასრულდა.
ქვეყანაში დღეიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა.