ევროპარლამენტში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებთან “საერთო ეკონომიკური სივრცის” შექმნა სურთ
ევროპარლამენტში პროექტი შემუშავდა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან -საერთო “ეკონომიკური სივრცის” შექმნას ითვალისწინებს, ბლოკში “ეტაპობრივი ინტეგრაციის” ფარგლებში.
მოხსენებიდან ამონარიდებს “რადიო თავისუფლება” ციტირებს.
პროექტში ნათქვამია, რომ, “მიუხედავად იმისა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში შეერთება გათვალისწინებული არ არის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პოლიტიკამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას”.
აღინიშნება, რომ ევროპელ კანონმდებლებს სურთ საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, მათ შორის, მომსახურების სფეროში, რაც ევროკავშირის პოლიტიკასთან ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს, ასევე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის გაცილებით ღრმა ეკონომიკურ თანამშრომლობას.
პროექტის მიხედვით, კანონმდებლები გამოთქვამენ მხარდაჭერას, ექვსივე ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ კავშირთან, სატრანსპორტო თანამეგობრობასა და ერთიან ციფრულ ბაზართან.
ასევე, გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას “ევროკავშირისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის, ასევე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების შიგნით, როუმინგისგან თავისუფალი სივრცის შექმნა”.
ანგარიში გმობს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებას, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში საერთაშორისო ნორმების დარღვევას”, რაც ეფუძნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რამდენიმე ქვეყანაში ძალის უკანონო გამოყენებას, შეჭრას, დესტაბილიზაციას, ანექსიასა და ტერიტორიების ოკუპაციას”.
უახლოეს კვირებში დოკუმენტი საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და პოტენციურად მას უკვე მაისში, შესაძლოა, ევროპარლამენტმა დაუჭიროს მხარი.