მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულია ცოლ-ქმარი – წყვილი ავტომობილით მდინარეში გადავარდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.