მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს

დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს… იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, – ვკითხულობთ მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში ქართული ოპოზიციის მობილიზაციის პროცესში USAID-ის, NED-ისა და სხვა ორგანიზაციების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აშშ-ის „დიფ სთეითი“ და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა USAID, დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპარლამენტი, ამ ამოცანის შესრულების გარშემო ქართული ოპოზიციის მობილიზებაში დაადანაშაულა: „მაგრამ მთელი ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვიდექით და ვაგრძელებთ დგომას საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების სადარაჯოზე“, – ვკითხულობთ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები