მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე
იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.
მიხეილ ყაველაშვილმა ინტერვიუში ქართული ოპოზიციის მობილიზაციის პროცესში USAID-ის, NED-ისა და სხვა ორგანიზაციების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აშშ-ის „დიფ სთეითი“ და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა USAID, დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპარლამენტი, ამ ამოცანის შესრულების გარშემო ქართული ოპოზიციის მობილიზებაში დაადანაშაულა: „მაგრამ მთელი ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვიდექით და ვაგრძელებთ დგომას საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების სადარაჯოზე“, – ვკითხულობთ სტატიაში.