RS: საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში ევროკავშირისა და ნატოს ჩართვა დასავლური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოების“ როლმა გამოიწვია, რომლებიც დაუკავშირდნენ ოპოზიციურ ძალებს

ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი ძალაუფლების სინთეზი, რასაც პიროვნული თავშეკავებულობა და მიუწვდომლობა ემატება, რაც ქართული ნორმისგან ძალიან განსხვავებულია, ქართულ პოლიტიკურ წრეებში „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციური განწყობების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში ევროკავშირისა და ნატოს თავდაპირველი ჩართვა დასავლური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების როლმა გამოიწვია, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ამავდროულად სულ უფრო მეტად დაუკავშირდნენ ოპოზიციურ ძალებს, – ვკითხულობთ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენებზე წერს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ამახვილებს ყურადღებას.

„წარსულში საქართველოს შედარებითმა სიღარიბემ და წინა მთავრობების მიზანმიმართულმა გადაწყვეტილებებმა, რომ სახელმწიფო ფუნქციები მათთვის გადაეცათ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩვეულოდ დიდი გავლენები მისცა ქართულ საზოგადოებაზე და საქართველოში განათლებული კლასის მთავარი დამსაქმებელი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი ხელშეკრულებები ევროკავშირსა და USAID-თან, როგორც წესი, მათ პოლიტიკურად ნეიტრალურ როლს ითვალისწინებს, მთავრობას ჰქონდა გარკვეული საფუძველი ჩაეთვალა, რომ მიუღებელი იყო ევროკავშირის მხრიდან იმ ჯგუფების დაფინანსების გაგრძელება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკვე ღიად მთავრობის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ სუბიექტებად იქცნენ. თუმცა, მთავრობის ნაბიჯებმა, რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების რეგულირებას ისახავდა მიზნად, საქართველოში პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია. ეს პროტესტი ადგილობრივი არასამთავრობოების დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მყოფ მხარდამჭერებზეც გავრცელდა. მათ მიერ ეს პროცესი არასამთავრობოების ჩახშობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეირაცხა“, – ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები