ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი, ხოლო ათობით მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ოფიციალური პირების თქმით, სამი სტუდენტი დაიღუპა, 99 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგიერთ მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
საგანგებო სამსახური გადარჩენილთა ძებნას აგრძელებს. ნანგრევებში ჩარჩენილებს შორის ბევრი მოზარდი ბიჭია, რომლებიც შენობის ჩამონგრევის დროს ლოცვისთვის იყვნენ შეკრებილები.
ოფიციალური პირების თქმით, შენობას არასტაბილური საძირკველი ჰქონდა და დამატებით ორი სართულის კონსტრუქციის წონას ვერ უძლებდა.