ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – “ჰამასი”, შესაძლოა, ღაზასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან თავის დაღწევას შეეცადოს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა კვლავ ერთგული რჩება თავისი საომარი მიზნებისადმი და იღებს აშშ-ის გეგმას, ღაზას სექტორში კონფლიქტის დასრულების შესახებ.
მანვე აღნიშნა, რომ “ჰამასმა” შესაძლოა, ამ წინადადების განხორციელებისგან თავის დაღწევა სცადოს.
“ისრაელის მიერ ტრამპის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის მიღება გასაკვირი არ არის, რადგან ისრაელი დასახული მიზნების ერთგულია, რაც გულისხმობს „ჰამასის“ შეიარაღებული შესაძლებლობების განადგურებას, მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს მომავალში საფრთხეს ისრაელისთვის”,- აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ „ჰამასია“ პასუხისმგებელი ომის გახანგრძლივებაზე კონფლიქტზე დასრულებაზე უარის თქმით.
გიდეონ საარის თქმით, „ჰამასს“ ჯერ არ მიუღია შეთავაზებული გეგმა.