ირაკლი კობახიძე – ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება, თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული
სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.
„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა პრემიერმა.