ფრანგ მედიკოსებს პრემიის სახით 1500 ევროს მისცემენ
საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მომუშავე მედიკოსებს პრემიის სახით 1500 ევროს დაურიგებენ.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გარდა ამისა, ამ მედიკოსებს ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ხელფასს გაუზრდიან.
ფილიპმა აღნიშნული განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც იქნა მიღებული გადაწყევტილება ეკონომიკის მხარდასაჭერად 110 მლრდ ევროს გამოყოფის შესხებ.
ბიზნესის დახმარების ფარგლებში სარესტორნო-სასტუმრო ბიზნესი, ასევე, კულტურულ-მხატვრული დარგი გადასახადებისგან გათავისუფლდება.
საფრანგეთში საკარანტინო შეზღუდვა 11 მაისამდე გახანგრძლივდა.