მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება

“დღეს ჩვენს ცენტრში 39 პაციენტი მკურნალობს. 39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს – პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, “ინფექციურ საავადმყოფოში” 6 არასრულწლოვანია მოთავსებული.

“დღეს ჩვენს ცენტრში 39 პაციენტი მკურნალობს. 39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს – პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელს მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. არასრულწლოვანი, ამ ეტაპზე, გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები