როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, ხვალ გახდება ცნობილი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანლის, ანდრია ჯაღმაიძ​ის თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, ხვალ გახდება ცნობილი.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლიტურგია ჩატარდება. რაღაც დეტალებია დასაზუსტებელი და მე ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ხვალ გახდება ცნობილი, როგორ წარიმართება სააღდგომო ლიტურგია.
​ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დავარღვიოთ”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები