სალომე ზურაბიშვილი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი საზოგადოების მაგალითი უნდა იყოს.
“წელს ვერ მივალ ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონით დადგენილი. პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვილოცებთ და ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ, ეს იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.