ბორის ჯონსონი რეანიმაციაში რჩება
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რეანიმაციულ განყოფილებაში მეორე ღამე გაატარა.
პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კარგ განწყობას ინარჩუნებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ის დაავადებას დაამარცხებს, რადგან მებრძოლია.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ზოგად სტატისტიკას – ვირუსი 55 949 ადამიანს აქვს დადასტურებული, 6 159 გარდაცვლილია, 325 კი განიკურნა.