მთავრობამ ბანკებისაგან 70 მილიონი ისესხა

2020 წლის 7 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.

“მოთხოვნამ შეადგინა 108 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტით, მაქსიმალური – 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.170 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები