იტალიაში კორონავირუსს 100-ზე მეტი ექიმი ემსხვერპლა

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან 100-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი გარდაიცვალა, მათ შორის არიან – 80 ექიმი და 21 მედდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დაავადების აფეთქების შემდეგ კიდევ ორმა მედდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რაც შეეხება ინფიცირებულ ექიმთა რაოდენობას – ის 12 ათასს აღწევს, მათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ლომბარდიის რეგიონში – 300.

ექიმებში ინფიცირების მაღალი რიცხვი დამცავი საშუალებების დეფიციტით აიხსნება.

იტალიაში კორონავირუსით 129, 6 ათასი ადამიანია ინფიცირებული; 15, 9 ათასი გარდაიცვალა; 21,8 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები