რუმინეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გახანგრძლივდება

რუმინეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, რომელიც მომდევნო კვირას იწურება, კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივებს.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, მათ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ეს, რადგან  აუცილებლობაა. მისივე თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ზომის გარეშე ვირუსის შეჩერება ვერ მოხერხდება.

რუმინეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს დააწესეს.

6 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 4057 დადასტურებული შემთხვევაა, 157 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები