პაატა იმნაძე: დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით

“დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ჩვენთვის ილოცებენ.
„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს. დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით.
დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისაგან, არამედ – სხვა ვირუსებისაგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.
ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნისათვის”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები