დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს.

ხუნდაძის განმარტებით, მედპერსონალი გადამზადებულია, ტრენინგები გავლილი აქვთ და შესაბამისი ინფექციების კონტროლი სწორად მიმდინარეობს.
„ჩვენ შევამოწმეთ ქუთაისი, ვნახეთ ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა, მათი სტანდარტები არსებულ ვითარებას შეესაბამება. მედპერსონალი გადამზადებულია, ტრენინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი სწორად მიმდინარეობს.
არის ხარვეზები იმ კლინიკებს შორის, რომლებიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები დაკორექტირდება. ჩვენ სხვა რეგიონებში ვაგრძელებთ კლინიკების მონიტორინგს, რამეთუ მოსალოდნელი კრიზისული ფაზისთვის ძირითადი დაწოლის ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები და მედპერსონალი დღეს მზად არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები