ჯაღმაიძე: “კომენდანტის საათის” დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება

“კომენდანტის საათის” დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, მორწმუნემ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები მხედველობაში უნდა მიიღოს.

„ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ, მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და, ამავდროულად, არ დაირღვეს “კომენდანტის საათი”. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. მით უმეტეს, ვხედავთ, ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტიანია და შეგვიძლია, ვენდოთ მას.
“კომენდანტის საათის” დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება. უნდა შევხედოთ, რა ვითარება იქნება იმ დროისათვის. ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი – რა შეიძლება, შევთავაზოთ ხელისუფლებას და რას შეიძლება, ველოდოთ მათგან სიტუაციის მიხედვით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები