„მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ახლა ჩემ გამო კარანტინშია“ – კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სამეგრელოში სტუმრად მყოფი სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, როდესაც ის სამეგრელოში ჩავიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი ნიშანი  ჰქონდა და თავს კარგად გრძნობდა. მისი ინფორმაციით, კონტაქტი 16 ადამიანთან ჰქონდა.
„ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო, იძულებული გავხდი, ეს ვიდეო ჩამეწერა. პირველ ყოვლისა, მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ახლა ჩემ გამო კარანტინშია. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება, მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. არანაირი სიმპტომები არ მქონდა. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს მშვენივრად ვგრძნობდი.
28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში. ვინახულე ჩემი მეგობარი, ოჯახში დავიცავი დისტანცია. მერე წავედი სოფელ ლიაში. იქ ვიყავი ოჯახში, 1 ღამე გავატარე, შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე, იქაც კონტაქტი მქონდა 1 ოჯახთან დისტანციურად, ხელის ჩამორთმევის გარეშე.
ის, რომ ჩემზე ამბობენ, ვითომდა, მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ახალი ჩამოსული ვარ, არ დამიცავს თვითიზოლაცია, ეს ცრუ ინფორმაციაა. ისიც ცრუ ინფორმაციაა, რომ აფხაზეთიდან გადმოვედი სამეგრელოში; ის, რომ ვიმყოფებოდი ჩხოროწყოს რაიონში დაბადების დღეზე, ესეც ცრუ ინრომაციაა. გამივრცელეს ასეთი ჭორი, ვითომდა, ვიმყოფებდი ეკლესიაში, წირვაზე, ესეც არაა სიმართლე. ასეთი უამრავი ჭორი გამივრცელეს: ვითომ მოვიარე მთელი სამეგრელო, მქონდა 150 ადამიანთან კონტაქტი. ეს არის სრული სიცრუე. მე კონტაქტი მქონდა, მაქსიმუმ, 16 ადამიანთან. აქედან 4-თან მქონდა მჭიდრო კონტაქტი, ეს 2 დღე ერთად გავატარეთ. 1 ადამიანთან ერთად სახლში ვცხორობდი ერთ ოთახში, ერთი ჭიქიდან ვსვამდით. შემდეგ ისინი კარანტინში მოექცნენ. ახლო კონტაქტი რომლებთანაც მქონდა, 4 პირი შეამოწმეს, მათ არცერთს არ დაუდასტურდათ კოვიდ 19. კარანტინში მყოფებს არცერთს აღენიშნება სიმპტომები.
ყველაზე ცუდი, რაც მოხდა, ჩემი კონტაქტების სახელები, გვარები, მისამართები გასაჯაროვდა. ისინი ხალხმა ანათემას გადასცა. ხალხო, ამ ყველაფრისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ, ყველა ზომები მიღებული აქვთ. ეს ხალხი ახლა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. უამრავი ურეკავს და 1 წლის კონტაქტზეც ესაუბრებიან. ასეთი რამ არ შეიძლება.
მინდა, მადლობა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიციელებსა და ყველა იმ პირს, ვინც ჩვენ კეთილდღეობაზე ზრუნავს”, – აცხადებს სპორტსმენი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები