მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში იმყოფება, ინფიცირების წყარო ცნობილია

“კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი ინფიცირების წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.

“დღეს დილას 188 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ანუ კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან გაურკვეველი პასუხებია, რაც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში, ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა.

ამ ეტაპზე, ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით მიღებული არ არის. 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან კიდევ ორი მძიმე პნევმონია დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, მაგრამ ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელი შეფასებით, საშუალო იქნება, თუ მსუბუქი შემთხვევა, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს მძიმე გახდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები