ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, ორი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

„რაც შეეხება ჩვენს ორ ძველ პაციენტს, პირველ და მეორე ქალბატონს, 62 წლის ქალბატონი, რომელიც მოხსნილი გვყავს აპარატიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხვალისთვის გადავა განყოფილებაში, მეორე ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის, რომელიც ასევე ძველი პაციენტია, ისიც გამარტივებულ რეჟიმზეა და ალბათ, რამოდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა“, -განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები