“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აღებული 23 ანალიზიდან კორონავირუსი მხოლოდ 6 შემთხვევაში დადასტურდა, პაციენტების სხვა კლინიკებში გადამისამართება მიმდინარეობს”

“თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” დირექტორის, თეა ახალაძის განცხადებით კორონავირუსი მათ კლინიკაში მყოფ 6 პაციენტს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, კორონავირუსის მქონე პაციენტების სხვა კლინიკებში გადამისამართება მიმდინარეობს.

“გუშინ იყო აღებული 23 ანალიზი ლუგარის ლაბორატორიის მიერ და აქედან ექვსი შემთხვევა დადასტურდა, როგორც კორონავირუსის შემთხვევა, ერთ შემთხვევაზე კვლავ მიმდინარეობს კვლევა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გადამისამართება ახლა მიმდინარეობს სხვა კლინიკებში. დღეს ჩვენ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან, მოვლენ თანამშრომლები, გამზადებული გვაქვს სია, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ კვლევა”,- განაცხადა ახალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები