საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები